გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება მოქალაქეებს 1 დეკემბრამდე შეეძლებათ – აღნიშნულ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გრიპის ვაქცინა 6 თვის ასაკის ზემოთ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის ვაქცინით ასაცრელად მოქალაქეებმა ადგილობრივ პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ.
ცნობისთვის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად ადმინისტრირების რეკომენდაცია გასცა. ორი ვაქცინით ერთდროულად აცრა სრულიად უსაფრთხოა.