“ახლა გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე, წარმოდგენილია 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი ყველა ერთად 5 000 ადამიანსაც ვერ უყრიან თავს – ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შინაარსისგან არის დაცლილი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რეალურად, მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება და ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ სწორედ ისინი და ისინი ლოიალურად არიან განწყობილი ამ ძალადობის მიმართ, რბილად რომ ითქვას.[…] შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჭირდა ზუსტად 5 დღე იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა რადიკალური ოპოზიციის ძალადობის რესურსი, მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონ მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. ამ დღეების განმავლობაში მთლიანობაში შსს-მ იმოქმედა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა მაიდნის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში 5 დღეში”,

აცხადებს დე ფაქტო პრემიერი ირაკლი კობახიძე.