გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა, კლდეს შეეჯახა და აფეთქდა.
ვერტმფრენში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ქეთი კოვზიაშვილი განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის”, – წერს ქეთი კოვზიაშვილი.