გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს – მდინარაძე

“გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს”-  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გულწრფელად გეტყვით, მე უფრო მაშფოთებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, გუშინ ჩემი თვალითაც ვნახე. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამორიცხეთ კომენტარი პოლიტიკოსისგან, როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე შევეცდები ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური ერთი წამით, ამ ინტერვიუს მიცემის დროს – რაც ვნახე 40 დღის ნაშიმშილარი სააკაშვილი, როგორ იქცეოდა და როგორი ფიზიკური მონაცემებით იყო წარმოდგენილი იმ კადრებში, არავის რომ არ მოგვეწონა მაინცდამაინც სხვადასხვა მიზეზებით და რაც ვნახე გუშინ, როდესაც მივედით და ელენე ხოშტარია მოვინახულეთ 15 დღის შემდეგ – აი, ცასა და დედამიწას შორის როგორი სხვაობა, სიშორე და განსხვავებაა, ისე არის. მე, გულწრფელად, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა უფრო მაღელვებს და იმიტომ კი არა, რომ მის მიმართ უფრო ლოიალური ვარ ან ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ, რომ რეალურად მგონია, რომ მართლა გაცილებით უფრო ცუდად არის ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო თავს კარგად გრძნობს, როგორც ჩანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.