გურამ მაჭარაშვილი “ოცნებას” ტოვებს და სამეულს უერთდება

”ქართულ ოცნებას” გურამ მაჭარაშვილიც ტოვებს და სამეულს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელეს.

“როგორც ჩემმა კოლეგებმა, ასევე მეც, მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან. როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება. გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ, ქართულ ოცნებასთან მე მაკავშირებს დაფუძნებიდან წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს [ოცნება], იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს და ხელისუფლებაში მყოფი პარტიაა, აქედან გამომდინარე, როდესაც მე ვაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი აგნცადებას, ბუნებრივია, ამას სხვა წონა აქვს, ვიდრე, ვთქვათ, [როცა განცხადებას აკეთებს] ის ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი”. – თქვა მან ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.