“გურამ მირცხულავა პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ” – ნათქვამია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განცხადებაში, რომელმაც მირცხულავას საქმე შეისწავლა და დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა.
“GDI-მ შეისწავლა გურამ მირცხულავას საქმე და მიიჩნევს რომ გურამ მირცხულავა პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.GDI სწავლობს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულ პირთა საქმეებს. საქმეების ანალიზი ხდება “პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.გურამ მირცხულავას საქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ, „b“ და “e”, კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, გურამის პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.გურამ მირცხულავა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!” – ნათქვამია ანგარიშში.