გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხა

გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ, ორგანიზაცია Tbilisi Pride ავრცელებს. ლგბტქ აქტივისტებმა, დედაენის ბაღში, დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებითპერფორმანსი მოაწყვეს, რა დროსაც, გურამ ფალავანდიშვილმა აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” დაარბია და ერთ-ერთ აქტივისტს დაესხა თავს. ორგანიზაცია Tbilisi Pride გურამ ფალავანდიშვილი დაკავების მოთხოვნით,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებს მიმართავს.

”რამდენიმე წუთის წინ, დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ
დ ა ა კ ა ვ ე თ გურამ ფალავანდიშვილი;
 დაიცავით ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!”- ნათქვამია თბილისი პრაიდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.