გუშინ მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს, მიატოვეს ნაციონალური მოძრაობა- გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაზე

“გუშინ მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს, მიატოვეს ნაციონალური მოძრაობა”- ასე ეხმაურება, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუემენტზე ოპოზიციის ნაწილის ხელის მოწერის ფაქტს, გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას სიით არჩეული დეპუტატი გუბაზ სანიკიძე. ამის შესახებ, მან  გადაცემა ”პოლიტმეტრში” ისაუბრა.

“გუშინ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, თუმცა ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის მოსალოდნელი. გუშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა ფაქტიურად მიატოვეს ნაციონალური მოძრაობა და გაწირეს ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზებისთვის და შემდეგ განადგურებისთვის. დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობა მარტო რომ დარჩენილიყო გარეთ და რომ დარჩეს, აუცილებლად რეპრესიები დაიწყება მის წინააღმდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შებრძანებული პარლამენტში პოლიტიკური ძალები კრინტის დამძვრელიც არ არიან. ყველას თავისი არჩევანი აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავისი სიმართლით, მაგრამ მე შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მათ ვუწინასწარმეტყველო უპერსპექტივო მომავალი. ჩათვალეთ, ეს პარტიები შემდეგ არჩევნებში ვერცერთ პარლამენტში ვერ მოხვდებიან, რადგან გუშინ მათ შეგნებული ღალატი ჩაიდინეს თავისი პოლიტიკური პარტნიორის, რომელიც ხანდახან გაუმართლებლად უთმობდა დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს”, – განაცხადა სანიკიძემ.