„გუშინ სააკაშვილმა გვაჩვენა, რომ არანაირი მეტამორფოზა მას არ განუცდია, საკუთარი მმართველობიდან არანაირი დასკვნა არ გამოუტანია და არანაირი სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცებზე, რაც ჩადენილი აქვს. როდესაც გამოდის და ამბობს, სანდრო გირგვლიანის საკითხი არ არსებობდა, პიარულად მოგონილიაო, ამას როგორ კადრულობს? ვანო მერაბიშვილს რომ აწმენდს ხელებს, ეს მისი ჩვეული წესია- მეგის ქარდავას არ იცნობს და ახალაიები ორჯერ ჰყავს ნანახი თურმე. ტელევიზორიდან ვუყურებდი [ 7 ნოემბრის დარბევასო]. სირცხვილია, რაც ილაპარაკა”
ასე ეხმიანება პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სასამართლო პროცესზე.