“სუს-ის მორიგი ბოდვა გამოქვეყნდა, სერიიდან “პაკრიშკების რევოლუცია”. მიზანია, გადაიფაროს ფარცხალაძის კატასტროფა და ტაქსიდ ქცეული სამთავრობო თვითმფრინავის ამბები. დაახეთქეს რენდომ სახელები, გვარები, ორგანიზაციები. დატოვეს სამწერტილები, ვითომ ვიღაცეების სახელები და გვარები კიდევ აქვთ და ჯერ არ ამბობენ. დააანონსეს ‘კუდიანებზე ნადირობის” ახალი სეზონი და პრაქტიკულად დაადასტურეს, რომ იციან, რომ ქვეყანა სტატუსს ვერ იღებს. გულწრფელად ვურჩევ ყველას, მედიას განსაკუთრებით, რომ ამ შეგნებულად კონსტრუირებული ისტერიას არ ავყვეთ და არ ვაქციოთ მთავარ და მნიშვნელოვან თემად, რამეთუ სწორედ ეს ინტერესი დგას ამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე რომელიღაც კაბინეტში საგანგებოდ დაწერილი “რუსული მოთხრობის” უკან. ან მყარი და პირდაპირი მტკიცებულებები, ან იგნორი ბოდვას”,
“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.