დააკავეს ბრალდებული, რომელმაც გლოვოს კურიერს ესროლა

შსს-მ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.

ივლისში ბრალდებულმა გლოვოს კურიერს იარაღიდან ესროლა, ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

6 ივლისს გლოვოს კურიერი დაჭრეს და სასტიკად სცემეს. დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.