აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული ნეონაცისტური ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი დააკავა, რომელიც ებრაელი ბავშვების მკვლელობას გეგმავდა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილია ცნობილი როგორც “მეთაური ყასაბი”; “მიშკა” და “ყასაბი”.
“როგორც ნავარაუდოებია, ბრალდებული ცდილობდა დაექირავებინა სხვები ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად მისი ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად. მისი მიზანი იყო სიძულვილის, ხშიშისა და ნგრევის გავრცელება დაბომბვის, ცეცხლის წაკიდების წახალისებით და ბავშვების მოწამვლითაც კი, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და უსახლკარო პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით”, – თქვა შეერთებული შტატების პროკურორმა პისმა.
ჩხიკვიშვილი მანიაკური მკვლელების კულტის ლიდერია, რომელიც, პროკურორების თქმით, საერთაშორისო ექსტრემისტული დაჯგუფებაა. აღნიშნული დაჯგუფება ნეონაცისტური იდეოლოგიას მისდევს, პროპაგანდას უწევს ძალადობას რასობრივი უმცირესობების, ებრაელი თემის მიმართ.
როგორც აშშ-ის პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დაჯგუფების მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ტერორიზმისა და ძალადობის საშუალებით.
2022 წლის ივლისიდან დაწყებული, ჩხიკვიშვილი არაერთხელ მოუწოდებდა სხვებს, დაშიფრული მობილური შეტყობინებების პლატფორმების საშუალებით, ჩაედენიათ ძალადობრივი სიძულვილის დანაშაულები და ძალადობის სხვა აქტები MKY-ის სახელით – ეს მოიცავდა მასობრივი ძალადობის აქტების მოთხოვნას ნიუ-იორკში ინდივიდისგან, რომელიც აცხადებდა, რომ იყო MKY-ის პერსპექტიული რეკრუტი, თუმცა ჩხიკვიშვილმა არ იცოდა, რომ ის სინამდვილეში FBI თანამშრომელი იყო.
დაახლოებით 2023 წლის ნოემბრიდან დაწყებული, ჩხიკვიშვილი სთხოვდა აღნიშნულ პირს, განეხორციელებინა ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა აფეთქებები და ცეცხლის გაჩენა, რასობრივი უმცირესობების, ებრაელი ინდივიდების და სხვათა ზიანის მიყენების მიზნით.
“2023 წლის ნოემბერში ჩხიკვიშვილმა დაიწყო მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს. სქემა მოიცავდა ინდივიდს, რომელიც სანტა კლაუსის ფორმას იცვამდა და რასობრივ უმცირესობებს საწამლავით გაჟღენთილ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინის ებრაული სკოლების ბავშვებისთვის შხამიანი ტკბილეულის მიწოდებას”, – წერია განცხადებაში.