დააკავეს რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა

პოლიციამ  “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ვატო ბჟალავა დააკავა –  მისი მეგობრის, აქტივისტ ნათია ჩიქოვანის თქმით, ბჟალავა ძაღლს ასეირნებდაადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ.

“რამდენიმე წუთის წინ, აბაშიძეზე, გაიტაცეს ვატო ბჟალავა. თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს. სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!”, – წერს აქტივისტი, ნათია ჩიქოვანი Facebook-ზე.

გუშინ, 11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზე გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.

„დღეს ვიყავი საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე. საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის დანაშაულს ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით.

კითხვები იყო ძალიან ზოგადი (გაუთქმელობის ფიცი დამადებინეს და დეტალებს ვერ მოვყვები)

ეს ყველაფერი ემსახურება დაშინებას, ზეწოლას და წნეხს საკუთარ მოსახლეობაზე.

ამიტომ არ შეშინდეთ, აუცილებლად მოითხოვეთ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა და არ მიხვიდეთ განყოფილებაში!

იყავით მშვიდად და დაუჯერეთ ადვოკატის რჩევებს. თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება, არ გასცეთ კითხვას პასუხი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას თქვენს წინააღმდეგ.

ჩემმა დაკითხვამ ძალიან მარტივად ჩაიარა, წავიკითხე ლექცია, ბოლოს ბევრი მაქეს და გამომიშვეს

იყავით მხნედ და აქციაზე”. – წერდა ვატო ბჟალავა გამოკითხვის შემდეგ.