„რუსული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან უამრავ, ძალიან მძიმე საქმეზე ვისმენთ ფრაზას: – „დაველოდოთ გამოძიებას”. ჩვენ ეს მოვისმინეთ თვეების ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმით დაწყებული, შემდგომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან თუ ვაკის პარკში დატრიალებულ უბედურებასთან დაკავშირებით – ასეთია არაერთი ისეთი საქმე, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა და რომელთა წესიერად გამოძიების პირობებში მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების სულ მცირე თანამდებობრივი გულგრილობა და რიგ შემთხვევაში პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედება დადგინდებოდა. ამიტომ ყავლგასული ფრაზა – “დაველოდოთ გამოძიებას” საზოგადოების მხრიდან ნულოვან ნდობას იმსახურებს.

სწორედ ამიტომ საგამოძიებო უწყებების მიმართ ნულოვანი ნდობის პირობებში კონსტიტუციური უფლებამოსილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს. საგამოძიებო კომისია ბევრ რამეს ახდის ფარდას და ბევრ სიმართლეს გამოავლენს. დაზარალებულთათვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიმართლე და არა თავის მართლება, მუდმივი გადაბრალება და ახლა უკვე თითის გაშვერა დაზარალებულებისკენაც, რასაც უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ვხედავთ”,

ამის შესახებ დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.