“ამ დღეებში დააპატიმრეს ერთი ახალგაზრდა, რომელმაც განუცხადა სამართალდამცველებს, რომ მას დედა ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი, არავინ ჰყავდა მომვლელი და თუ ის არ მივიდოდა სახლში, დედა გარდაიცვლებოდა. მოსამართლემ კი სასჯელი მიუსაჯა და საპატიმროში დატოვა, დედამისი მოუვლელობის გამო გარდაიცვალა. არადა, ამას აკეთებს ის მთავრობა, რომელიც გვპირდებოდა, რომ მართლმადიდებლობა იქნებოდა სახელმწიფო რელიგია. ანუ, მართლმადიდებლობაც უნდოდა გაეხადა ისეთი, როგორი უსამართლოებიც თვითონ არიან. ასეთი უსამართლობები ხდება და თავი ქრისტიანებად მოაქვთ. ეს ქრისტიანულ სახელმწიფოში გაუგონარია. ლოგინად ჩავარდნილებს, რომ ყურადღებას არ აქცევენ და ვინც აქცევს, იმას რომ საპატიმროში ტოვებ გამოგონილი ბრალდებით, ეს ქრისტიანულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს და ასეთი მთავრობა ქრისტიანებს არ უნდა ჰყავდეთ…არათუ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გახადონ, არამედ ქრისტიანობას ანადგურებენ…

ასეთი სიძულვილი რაც დღეს ხდება, ასეთი უსამართლობა რაც დღეს ხდება, მე არ გამიგონია ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს და ამაში მტრის ხელი ურევია და არა ქვეყანას, არამედ საქართველოს დაუძინებელ მტრებს ემსახურებიან ვინც ამას აკეთებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ გაგვწირავს და მალე მოაშორებს უფალი ქვეყანას ასეთ უსამართლო ხალხს”.

ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქადაგებისას