დადასტურდა კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში, დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 065 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.24%.

ამ ეტაპზე, 50 595 აქტიური შემთხვევაა. 1 005 მძიმე პაციენტია, 294 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.