ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 84 658 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 59 912 ტესტით, ხოლო 31 746 PCR-ით. 1 თებერვალს აიცრა 6 714 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 31,09%-ია, ბოლო 14 დღის – 23,4%-ია, 7 დღის – 26,38%.