დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ პრეზიდენტს! – ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება

მარტის აქციებზე დაკავებული დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ საკუთარი მოწმეების გამოკითხვის მოთხოვნა გააუქმა.

როგორც, ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ, შესაბამისად გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისთანავე მიმართავენ პრეზიდენტს 21 წლის ახალგაზრდის შეწყალების მოთხოვნით:

“10 თვეა მიმდინარეობს და არაფერი დამადასტურებელ არ არსებობს, რომ ლაზარე დამნაშავეა ამ საქმეში. ვფიქრობთ, რომ იქნება გამამტყუნებელი ვერდიქტი. დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე” ამბობს თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.