“დათანხმება მოხდა ისეთ პირობებზე, რაც წინასწარ გაცხადებული იყო რომ ნიკა მელიასთვის იყო პრინციპულად მიუღებელი”- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.ამის შესახებ მან, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა.
“ნიკა მელიას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს იმ ადამიანების გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობისგან, რომლებმაც გასცეს ბრძანება, რომ დაერბიათ დაუნდობლად დემონსტრაცია, ესროლათ დათვის ტყვიები, ამოეთხარათ თვალები, ცხადია, რომ მას ვერ ექნება პოზიტიური დამოკიდებულება ამ ამბავთან დაკავშირებით. ნიკა მელიამ ეს პოზიცია დღეს კი არ დაიჭირა, ის ამაზე მუდმივად საუბრობდა.
მისთვის არ ყოფილა წინასწარ ცნობილი რა პირობით ხდებოდა ნიკა მელიას გათავისუფლება ამ დოკუმენტის თანახმად.
პირველი ეს არის გირაო, რომელიც ტექსტში არ არის, მაგრამ, როგრც აღმოჩნდა იყო ზეპირი შეთანხმების საგანი და ყველასთვის ნათელი იყო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო და მეორე – ამნისტია, რომელიც იმდენად ბუნდოვანი პირობით იქნა ჩადებული, რომ შესაძლებელი გახდა მოძალადეების და ჯალათების მიმართაც იყოს გამოყენებული” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.