აშშ შეშფოთებულია იმით, რომ კიევი შეიძლება რამდენიმე დღეში დაეცეს. ამის შესახებ სიენენი წერს. აშშ–ს დაზვერვასთან დაახლოებული წყაროების თქმით, რომლებიც ბოლო სადაზვერვო ინფორმაციას ფლობენ, ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებს აშფოთებთ ის, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში კიევი რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდეს.
წყაროების ცნობით, აშშ–ს თავდაპირველი შეფასებით, რომელიც რუსეთის შეჭრამდე გაკეთდა, უკრაინის დედაქალაქი რუსეთის თავდასხმიდან სამ–ოთხ დღეში შეიძლება იქნას აღებული. ეს მოლოდინი დღესაც აქტუალური რჩება.
წყაროების თქმით, ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსეთი უკრაინული არმიის მხრიდან უფრო დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, ვიდრე ელოდა, მაგრამ როგორც სიენენი წერს, ოფიციალურმა პირებმა კაპიტოლიუმის ქედზე უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, სჯერათ თუ არა მათ იმის, რომ კიევი მალე დაეცემა.
სიენენი მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშს თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით რუსეთი კიევისკენ დაიძვრებოდა. დასავლური დაზვერვის სამსახურები თვლიან, რომ რუსეთის გეგმა კიევში ხელისუფლების დამხობა და უკრაინაში რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პროქსი–მთავრობის დასმაა, თუმცა მათ ჯერ არ იციან, ეცდება თუ არა ამის შემდეგ პუტინი უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებას და შენარჩუნებას – ამბობს დაზვერვასთან დაახლოებული ერთ–ერთი წყარო სიენენის თქმით.
აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რუბენ გალიეგომ დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრია, სიენენ–ს უთხრა, რომ თუ რუსეთი კიევს აიღებს, აშშ–მ უკრაინაში წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლები უნდა შეაიარაღოს.
“ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ჩვენზე და იმაზე, სინამდვილეში ვის ვაიარაღებთ. ამჟამად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, როგორადაც ჩვენ მათ ვიცნობთ, შეიძლება კომპრომისზე წავიდნენ, და ვფიქრობ ჩვენ უნდა გადავიდეთ პარტიზანების და წინააღმდეგობის მოძრაობის რეალურ მხარდაჭერაზე, რომლებიც მზად არიან რუსეთთან ბრძოლაში შევიდნენ“– თქვა გალიეგომ.