თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირის წევრები, როგორც მნიშვნელოვან ელემენტს. მას ყურადღებით დააკვირდებიან.
ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, სთხოვოს ეუთო/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა. ვიცი ისიც, რომ ყველა წევრი უჭერს ამას მხარს. იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც ეუთოს წევრები არიან, სწორედ ეუთოა პასუხისმგებელი გრძელვადიანი მისიის შექმნაზე, მაგრამ დისკუსიები გრძელდება, თუ იქნება ან როგორ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების დაკვირვებაში ევროკავშირი.
ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთლიან საარჩევნო კამპანიას. ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე საკუთარი პროგრამის წარმოსადგენად და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება ძალადობა, რაც ნებისმიერი დემოკრატიისთვის მიუღებელია.
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში განუცხადა.