“დავალაგოთ ფაქტები: ეს ისაა, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია”- ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ქრონოლოგიურად ალაგებს იმ ფაქტებს, რომლებიც ტელეკომპანია “მთავარმა” და ტელეკომპანია “ფორმულამ” სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს. აღნიშნული ფაქტები ძალიან ბევრ კითხვას აჩენს შაქარაშვილის საქმეში. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია იმედოვნებს რომ გამოძიება ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს.
“დავალაგოთ ფაქტები:
1. ფერად შენობასთან დგას ტოიოტა.
2. ფერად შენობასთან ხდება რაღაც.
3. ფერად შენობასთან, სადაც ტოიოტა დგას, მიდის კიდევ სხვა მანქანა და ჩერდება 5 წუთი.
4. ეს სხვა მანქანა არის მიკროავტობუსი. ეს დაადასტურა შაქარაშვილის ბიზამ გუშინ პოლიტმეტრში. ახსენა ჭიათურის მიკროავტობუსი. თუნდაც ასე იყოს, რა უნდოდა იქ და რა დაინახა იმ 5 წუთში.
5. 5 წუთში ეს მიკროავტობუსი დაიძვრება.
6. ზუსტად ამ მონაკვეთში ლიდერფუდის კამერა აფიქსირებს სულ სამ მიკროავტობუსს. ფოტოები ავტვირთე.
7. შემდეგ – ტოიოტას ამირხანაშვილი ჩამოჰყავს თბილისში, წერეთელზე ჩამოსვამს.
8. დაახლოებით 2 წუთში თბილისში, წერეთელზე, ზუსტად იქ სადაც ტოიოტამ ამირხანაშვილი ჩამოსვა, ჩერდება მიკროავტობუსი. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი ახალგაზრდა.
9. მიკროავტობუსიდან გადმოსული ახალგაზრდა უახლოვდება ამირხანაშვილს.
10. ორივენი იქვე მიფარებულში დგანან და სავარაუდოდ საუბრობენ.
11. სადაც ამირხანაშვილი და ის ახალგაზრდა საუბრობენ რამდენიმე წუთში ცერდება ტაქსი, რომელშიც ვიღაც ჯდება – შესაძლოა, ამირხანაშვილი, ან ის მეორე ახალგაზრდა ან ორივე ერთად.
ეს არის ის, რაც ფაქტობრივად უტყუარი ამბავია. იმედია, გამოხიება რსმეს გვეტყვის.”- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.
“პირველ ფოტოზე – მიკროავტობუსი, რომელიც წერეთელზე ჩერდება და იქიდან გადმოსული ადამიანი მიემართება ამირხანაშვილის მიმართულებით.
დანარჩენი სამი ფოტო. მცხეთა. ფერადი სახლიდან ლიდერფუდის მიმართულება. ჩვენ მიერ გუშინ გაშვებული კადრების მონაკვეთში ფერადი სახლიდან ლიდერფუდამდე ჩაიარა სულ სამმა მიკროავტობუსმა.
ახლა გამოძიებამ უნდა თქვას ზუსტად – წერეთლის მიკროავრუბუსი და ლიდერფუდთან გადარებული სამი მიკროავტობუსიდან არის თუ არა რომელიმე იდენტური.
სულ ორი პასუხია – კი ან არა. ამ სამი მიკროავტობუსიდან რომელიმე იმ ღამით ჩამოვიდა წერეთელზე თუ არ ?”- წერს ასევე ვახო სანაია.