“დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი – ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს დავუბრუნდებით. თუმცა არც უნდა დავივიწყოთ, რომ ვიცოდეთ, რა გზა გამოვიარეთ და რა შეცდომები დავუშვით.
2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, თითოეული ამომრჩევლის ხმა კი გადამწყვეტია. ჩემი თხოვნაა, 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს ნაციონალური მოძრაობა ამ ქვეყანაში”
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.