“დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი მედია პლატფორმიდან! ” – ჟურნალისტმა რუსა შელიამ სამთავრობო მედია TV იმედი დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
“არც ისე ცოტა ხანია, ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემს პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენს ქვეყანას დასავლურ გზაზე!” – წერს შელია.