საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ენმ-ს ლიდერის, რომან გოცირიძის კითხვებს დემაგოგია უწოდა.
მისი თქმით, გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვა, რაზეც პრემეირმა საკადრისი პასუხი გასცა.
“5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან. 5 წუთის განმავლობაში, ჩვენ დავთვალეთ და მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად დემაგოგიის გარდა, არაფერთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, რომ პრემიერ პატივს სცემს პარლამენტს და ის მობრძანდა აქ. გასცა პასუხი თუნდაც იმ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომელიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთი საკადრისი პასუხი მიიღო ოპოზიციამ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რომან გოცირიძემ გახარიას კითხვები გაზრდილ სიღარიბესთან დაკავშირებით დაუსვა და აღნიშნა, რომ პენსია ლარის გაუფასურების გამო 2013 წელთან შედარებით შემცირებულია.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 69% უკიდურეს სიღარიბეშია.
“ამას რა უნდა ვუპასუხო? ჩვეულებრივი დემაგოგია”,– უპასუხა გახარიამ.