“ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერი, პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ აპირებს.
“მე გადაწყვცეტილება მივიღე, როდესაც დავტოვე ევროპული საქართველო, ვთქვი, რომ პარტიული პოლიტიკიდან ვიღებდი პაუზას, შესაბამისად, არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაწევრიანებას, ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატი.
შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამდებობები, ოპოზიციის წევრებისთვის იმისთვის, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა, ასევე ჩემი გადაწყვეტილებაა არ ვიყარო კენჭი არცერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი”, – აცხადებს ბაქრაძე.
ცნობისთვის, დღეს პარტია ლელომ სალომე სამადაშვილთან, შალვა შავგულიძესთან და არმაზ ახველდიანთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა.