“დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება საქართველოსთვის მაღალი რისკის შემცველია “- საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც თეორიულადაც კი შეიძლება დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი.
“დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერ სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და უნდა დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. საერთო, სახელმწიფოებრივი, ეროვნული მიდგომა უნდა იყოს ეს”, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.