ენმ-ის ერთ-ერთ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდების მხარე დავით კირკიტაძისთვის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას 20-დღიანი გადახდის ვადით ითხოვდა თუმცა დაცვის მხარე აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმებოდა და აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.
დავით კირკიტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი დადგმულია.
ცნობისთვის, 2021 წლის, 24 ოქტომბერს რუსთავში ენმ-ს ოფისთან, ვ.ბ. რამდენიმე პირთან ერთად ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აპროტესტებდა. ოფისთან ძალადობის საქმეზე პარლამენტის დეპუტატის, დავით კირკიტაძისა და სამი პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ორი პირის მიმართ.