დავით კოდუას ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალი წარედგინა

ბიზნესმენ, დავით კოდუას საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის საქმეზე ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინა, რომ 11 აპრილს მან ცოლსა და შვილზე ფიზიკურად იძალადა.

“მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, –  ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ