დავით კოდუას ცოლი აცხადებს, რომ სავარძელს თვალი თავად მიარტყა

ბიზნესმენის დავით კოდუას ცოლი ნათია გედევანიშვილი აცხადებს, ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაზიანებები მან თავად მიიყენა და თვალი სავარძელს თავად მიარტყა.

“წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა”, – აღნიშნა გედევანიშვილმა.

თუმცა მანამდე, ნათია გედევანიშვილი აცხადებდა, რომ დავით კოდუამ ის და მისი შვილი სცემა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დღეს დილით  დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.