პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრს, დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლის ქადაგიშვილის თქმით,კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო.
საგაზაფხულო სესიის 32 სხდომიდან, სერგეენკო 25-ს არ დასწრებია.