“დავითგარეჯზეც ვისაუბრეთ, დიალოგი ძალიან მალე გადაწყდება”- პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს დავითგარეჯის საკითხზეც ისაუბრეს. მისი თქმით, საკითხზე დიალოგი “დაჩქარდება”.
“ასევე განვიხილეთ დავითგარეჯის საკითხიც, შევეხეთ ამ საკითხს, ბუნებრივია და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისევე როგორც, ჩვენს ძმობას და ჩვენს მეგობრობას შეეფერება”, – ამბობს ღარიბაშვილი.