“დავინახე მზაობა რომ ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული”- სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონი ცოტახნის წინ დატოვა და განაცხადა, რომ ბავშვებთან შეხვედრებს გააგრძელებს.
”ეს იყო გაცნობითი შეხვედრა ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდანაც, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები. დღეს მთავარი დანიშნულება ბავშვების გაცნობა და მათთან კონტაქტში შესვლა იყო. გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. გავეცანით დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. დოკუმენტაცია იქნება პირველ რიგში მოსაწესრიგებელი. სრული მზაობა დავინახე, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული” – ამბობს ნინო ლომჯარია.