“TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა”
ასე მიმართავს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ტელეკომპანია იმედს. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს და საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჩანს მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული “იმედის” გადამღები ჯგუფი.