დაიგინე ჩემო ირაკლი და ფრთხილად იყავი, არ შეგეწეროს – გიგი უგულავა ღარიბაშვილს

“დაიგინე ჩემო ირაკლი და ფრთხილად იყავი, არ შეგეწეროს”- ასე ეხმაურება ფოთის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს.

”ამ ერთუჯრედიან არსებას, რომელსაც დააბრალეს, რომ არის პრემიერმინისტრი, მთელი ამ თვეების განმავლობაში მხოლოდ სანაგვე ამოსდის პირიდან, გესლი, შურისძიება და სიბილწე. მას მინდა ვუთხრა, ერთადერთი რამით არის ეს კაცი გამორჩეული, თავისი სკაბრეზული მონაცემებით – დაიგინე ჩემო ირაკლი და ფრთხილად იყავი, რომ არ შეგეწეროს.” – განაცხადა უგულავამ.