საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პირები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ამჟამად მათი თანამშრომლები არ არიან.
“სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილიმენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს არ წარმოადგენენ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აღნიშნული პირების მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობს”, – ნათქვამია განცხადებაში.