დმანისში დამატებითი ძალები შევიყვანეთ, არ აღმოჩნდა საკმარისი – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს რომ გუშინ დმანისში დაპირისპირების შემდეგ დამატებითი ძალები შეიყვანეს თუმცა საკმარისი არ აჩმოჩნდა და სიტუაცია  ვერ განმუხტეს.

“ცუდი სიტუაცია იყო გეთანხმებით, რა თქმა უნდა, სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია. გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი, რაც იყო, 150-200 კაცამდე იყო, რეალურად თუ არის 20 კაცი სხვა მშვიდობიან დროს ბოლნისში გაათმაგებული იყო, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა, განიმუხტა ამის შემდეგ”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.