ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს და დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.
“თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. მათ შორის კანდიდატების გადახალისება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამაზე სამუშაო პროცესი უკვე მიმდინარეობს და უშუალოდ არჩევნებისთვის საშტაბო მზადებაც უკვე დაწყებულია. ეს პროცესი მომდევნო 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დარწმუნებული ვართ, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და დაახლოებით გვექნება იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში”,– ამბობს კობახიძე იმედის ეთერში.
მისივე მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების გარანტია ის არის, რომ აქვთ პარტიული რესურსი და საზოგადოების მხარდაჭერა.