დამიბარეს ხვალ სასამართლოში, მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა? – ვიკა ბუკია

ტელეწამყვანი, ვიკა ბუკია მარიამ ლაშხისთვის ”მონას” დაძახებისთის, ხვალ სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

”კი მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა? Mariam Lashkhi რა ქენი ამისთანა?
დამიბარეს  ხვალ, 15:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში:)
მოსამართლე: დავით თეთრაული, 33 დარბაზი” – წერს ვიკა ბუკია.

ცნობისთვის, ამავე მიზეზით ხვალ სასამართლოში დაბარებულია ნანუკა ჟორჟოლიანიც. ხოლო აქტივისტი, ანა სუბელიანი, ნინო წილოსანისთვის “შეურაცხყოფისთვის”.