დამოუკდიებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გაუქმებულია და იგი აღარ არსებობს, ძალიან საშიში გზავნილია ყველა უწყებისთვის” – ამის შესახებ, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა რითის პარლამენიტის მიერ მესამე მოსმენით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გამოეხმაურა.
”საქართველოს პარლამენტმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც არჩევითი თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გააუქმა. საბედნიეროდ, საქართველოს პარლამენტმა ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წევრების 3-დღიანი ბრძოლის შემდეგ შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლების მიმართ და ისინი გადაანაწილა იმ 2 ახალ უწყებაში, რომელიც დღეს მიღებული კანონით უნდა შეიქმნას. თუმცა, ეს არ ცვლის შედეგს. დამოუკდიებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გაუქმებულია და იგი აღარ არსებობს. არ მგონია, ამ გზავნილის შემდეგ რომელიმე თანამდებობის პირმა შეძლოს დამოუკიდებლად მისი საქმიანობის წარმართვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ცხადია, ეს არის ძალიან საშიში გზავნილი ყველა უწყებისათვის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი მუშოაბისათვის და ადამიანის უფლებებისთვის.
მიღებული კანონის თანახმად, სამსახურიდან გაგვათავისუფლეს მე და ჩემი მოადგილეები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ორგანო დამოუკიდებელი ხელმძღვანელებით. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ კიდევ ერთხელ ყველამ დავინახეთ, რომ მიუღებელია ობიექტური და კანონიერი შეფასებები”. – განაცხადა თოლორაია.