დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს ხვდება

“მთავარმა არხმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ლევან ვასაძის ვიდეოკადრები სადაც ჩანს რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ მტერს ალექსანდრე დუგინს ხვდება. მასალა ერთი საათის წინ მოსკოვშია გადაღებული.

მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედში” ადასტურებენ, რომ ვასაძემ ქვეყანა ნამდვილად დატოვა, თუმცა არ იციან, შეხვდა თუ არა ის დუგინს.

ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. ის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგია, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა.