“დანაკლისი ნამდვილად არის”- ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია.ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ. იცით, ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, შესაბამისად, დანაკლისი ნამდვილად არის“,-აცხადებს მაჭავარიანი.
„მგონი, გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია. ჩემი აზრით, არ საჭიროებს კომენტარებს. მას არ უხსენებია სიტყვა „დაპირისპირება“ არც შიდა, არც გარე. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს. ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები, კი ბატონო, მნიშვნელოვნები არიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ის კურსი, რეფორმები უნდა გაგრძელდეს შეიცვლება თუ არა ფინანსთა მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი. ადრე თუ გვიან ყველა იცვლება, მთავარია კურსიდან გადახვევა არ მოხდეს“,-აცხადებს მაჭავარიანი.