ბომბის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიაცხადებემ, რომ რომ “სუს-ის დანაყოფები მუშაობენ ცრუ შეტყობინებებზე”. ამის შესახებ უწყებამ “ტაბულას” განუცხადა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარი მოქალაქეების მიმართ სპეციალური გაფრთხილებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ისინი მოუწოდებენ ამერიკელებს თავი შეიკავონ თბილისის სამ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ისთ ფოინთში, გალერეა თბილისში და თბილისი მოლში მისვლისგან, ბომბის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო. გაფრთხილება საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე არსებობს უსაფრთხოების შესაძლო რისკი.