“დანაშაულების ჯამური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა “- ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით,
“რაც შეეხება კრიმინალს, ნახეთ სტატისტიკა და ციფრები, არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. რაც შეეხება საერთოდ კრიმინალს, სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რაც 3-4 წლის წინ როგორც დანაშაული, კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა”, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, ცოტახნის წინ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბანკში ორი თავმდამსხმელია შეჭრილი, რომლებიც შეიარაღებულები არიან ხელყუმბარითა და ავტომატით. როგორც იუწყებიან, ბანკის შენობაში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფება.