“დანაშაულებრივი ომი, დანაშაულებრივი აგრესიული ომი, რომელიც მიმდინარეობს, უფრო და უფრო ღრმავდება. პუტინი ცდილობს ამაში გარიოს რაც შეიძლება მეტი ხალხი, სურს ამოსვაროს სისხლში ასიათასობით ადამიანი და, რა თქმა უნდა, ეს მიგვიყვანს უაზრმაზარ ტრაგედიამდე, დაღუპულთა დიდ რაოდენობამდე და ნამდვილად არაფერ კარგამდე ვერ მიგვიყვანს. ამ დანაშაულის ზომა და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. ეს კეთდება იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა საკუთარი პირადი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იმისთვის, რომ პირადი ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, პუტინი ტანჯავს მეზობელ ქვეყანას, ხოცავს იქ ხალხს და ახლა ამ ომის ხორცსაკეპში აგდებს რუსეთის მოქალაქეების დიდ რაოდენობას, რომლებიც ნორმალურად უნდა ცხოვრობდნენ. მოკლედ, ეს უკვე იყო დანაშაული, ახლა უფრო დიდი მასშტაბის დანაშაული გახდა”.
ასე ეხაურება, პატიმრობაში მყოფი, რუსმა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მობილიზაციასთან დაკავშირებით.