უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დანიამ უკრაინას თავის სამხედრო შეიარაღებაში არსებული ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა. შესაბამის განცხადებას სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
“დანიამ უკრაინას თავისი ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა, ნამდვილი მეგობარი, რომელმაც იცის, რომ ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლაა. მადლობა დანია!”. – წერია სამინისტროს განცხადებაში.
ასევე ცნობილია რომ დანია უკრაინისთვის გადაცემული Caesar-ის ჰაუბიცების ნაცვლად, ისრაელისგან Atmos-ის ჰაუბიცების შეძენას გეგმავს.
Denmark has given Ukraine all of its CAESAR self-propelled howitzers. A true friend who knows that our fight is Europe’s fight. Tak, Danmark! pic.twitter.com/x4MP65Yvfo
— Defense of Ukraine (@DefenceU) February 13, 2023