ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლი, კრისტიან დანიელსონი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს ხვდება. მანამდე დანიელსონმა დღეს უკვე ორჯერ გამართა შეხვედრები „ქართული ოცნების“ ლიდერებთან.