დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ერისადმი საახალწლო სატელევიზიო მიმართვის დროს მოულოდნელად სამეფო ტახტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.
ტახტიდან ოფიციალური გადადგომა 14 იანვარს შედგება. სწორედ ამ დღეს შესრულდება 52 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ის დედოფალი გახდა.
მარგრეტეს წასვლის შემდეგ, დანიის მეფე მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი გახდება.
”მე ტახტს ჩემს შვილს, გვირგვინოსან პრინც ფრედერიკს დავუტოვებ,” – თქვა მან.
83 წლის მარგრეტე II დანიის ისტორიაში სამეფო ტახტს ყველაზე ხანგრძლივი დროით იკავებდა. ის ტახტზე ავიდა მამის, მეფე ფრედერიკ IX-ის გარდაცვალების შემდეგ 1952 წელს.
ბრიტანეთის სამეფო ტრადიციისგან განსხვავებით, 55 წლის პრინცი ფრედერიკის ოფიციალური კორონაციის ცერემონია არ გაიმართება. სამაგიეროდ, სასახლე იმავე დღეს გამოაცხადებს მის ტახტზე ასვლას.
დედოფალი მარგრეტე პოპულარული ფიგურაა დანიაში და ბევრი დანიელი ელოდა, რომ ის ტახტზე სიკვდილამდე დარჩებოდა.
ყოველწლიურად საახალწლოდ ის დანიელებს სატელევიზიო ეთერში სიტყვით მიმართავს.
წელს, გარდა ტახტზე უარის თქმის მოულოდნელი განცხადებისა, მარგრეტე II-მ ისაუბრა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომებზე, ასევე კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების მნიშვნელობაზე.
დანიის სამეფო ოჯახმა ევროპის სხვა სამეფო ოჯახების მსგავსად, თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემების წინაშე აღმოჩენის გამო დანიის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა შეემცირებინა სამეფო ოჯახის წევრებთა რაოდენობა.
ამან გამოიწვია საჯარო განხეთქილება სამეფო ოჯახში გასულ წელს მას შემდეგ, რაც მეფისნაცვლის ფრედერიკის უმცროსი ძმის, პრინც იოაკიმის შვილებს სამეფო ტიტულები ჩამოართვეს.