უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ თუ უკრაინის დასაცავად საჭირო იქნება, მათი ჯარი რუსეთის ტერიტორიაზეც იბრძოლებს. ამის შესახებ დანილოვმა Kyiv Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დიახ, რა თქმა უნდა. თუ აუცილებელი იქნება იქ ყოფნა, სადაც საჭიროდ მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იქ ვიქნებით. და ჩვენ არავის ვკითხავთ. და მთელი ეს საუბარი იმაზე, რომ არაა საჭირო ვინმეს გაღიზიანება უაზრობაა.“ – განაცხადა დანილოვმა.