უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ხერსონის მაცხოვრებლებისთვის 2 მთავარი საფრთხე დაასახელა.
”ნაღმები და დამპყრობლების აუფეთქებელი ჭურვები, ასევე ქალაქის შესაძლო დაბომბვა, დნეპრის მარცხენა სანაპიროდან – ეს არის ის მთავარი საფრთხეები, რომლის წინაშეც ხერსონის მოსახლეობა იმყოფება” – ამბობს დანილოვი.
დანილოვმა აღნიშნა, რომ დეოკუპაციის თემა, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ბოლო რვა სხდომაზე მთავარი საკითხი იყო.
“რაც შეეხება ხერსონს, არსებობს ორი საფრთხე. პირველი არის უშუალოდ ტერიტორიაზე, ოკუპანტი ტერორისტების მიერ დატოვებული ნივთები. საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე, რომელიც ძალიან, ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ფატალური შემთხვევები, სწორედ ამ ტერიტორიაზე…” – განაცხადა დანილოვმა.